Робота для біженців з України
გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: მასტერ თრეიდი
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
"მარს - ვრიგლის" (სნიკერსი) ოფიციალური პარტნიორი საქართველოში შპს "მასტერ თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის (პრისელერის) პოზიციაზე თბილისში.

კომპანიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://master-trade.ge/home

მოთხოვნები:

** იგივე სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საკუთარი მსუბუქი ა/მანქანა;
** მართვის მოწმობაBB კატეგორია;
** სასურველია ტრადიციულ ქსელში მუშაობის გამოცდილება;
** uZravi ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა

მოვალეობები:

** პროდუქტის მახასიათებლის კარგი ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმოება გადახდის პირობების გათვალისწინებით;
** პროდუქციის ოპტიმალური ნაშთის კონტროლი;
** შეკვეთის სწორი გაფორმება;
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სტანდარტების კონტროლი;

ანაზღაურება: მიღწევადი 2000 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, მეილზე: lasha.lomineishvili@master-trade.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე