Робота для біженців з України
IT სისტემური ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სისტემური ადმინისტრატორი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას IT სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.

პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადექვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

პროკრედიტ ბანკ საქართველოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში მოქმედ ბანკებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

ვეძებთ შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებულ, პროფესიონალ IT სისტემურ ადმინისტრატორს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს როგორც არსებული ინფრასტრუქტურის მართვის, ასევე IT ოპერაციების გუნდის ყოველდღიურობაში, ღრუბლოვანი ტექნოლოგიებისა და DevSecOps პრაქტიკების ინტეგრირების საინტერესო და დინამიურ პროცესში.

მოვალეობები:

** სერვერების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოება (ფიზიკური აწყობა, ოპერაციულ სისტემების ინსტალაცია, საწყისი კონფიგურაციის გამართვა, საწყისი ტესტირება, ხარვეზების ანალიზი და მათი აღმოფხვრის გზების დადგენა);
** AD, DNS, DHCP -ის მართვა და მონიტორინგი;
** ანტივირუსული სერვერების ინსტალაცია, კონფიგურაცია, განახლება და მუშაობის მონიტორინგი;
** ვებ-სერვისების დაპაბლიშება და მათი უსაფრთხოების მართვა F5 WAF
** მონიტორინგის სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია და დაკავშირება ინფრასტრუქტურის კომპონენტებთან;
** SSL სერტიფიკატების დაკონფიგურირება;
** პროაქტიული მონაწილეობის მიღება ინციდენტების გადაწყვეტის, სისტემების ცვლილების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა თუ პრაქტიკების დანერგვის პროცესებში
** საოპერაციო სისტემების განახლება და მოვლა
** არსებული არქიტექტურის ოპტიმიზაციის პროცესში მონაწილეობა
** შესრულებული სამუშაოს შესაბამისად დოკუმენტირება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** სისტემური ადმინისტრირების 2 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება;
** Microsoft-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება (Active Directory, DNS, Certificate Authority);
** Web სერვერებთან (IIS, Apache, Nginx) და სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
** სერვისების დაპაბლიშების და უსაფრთხოების გამოცდილება (F5 WAF);
** სამუშაოს შესრულებისას კიბერუსაფრთხოების პრინციპებით მოქმედება;
** HyperV ვირტუალიზაციის გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია Linux ოპერაციულ სისტემებთან (CentOS, Rocky, Ubuntu) მუშაობის გამოცდილება;
** DevSecOps პრინციპების, პრაქტიკების და ხელსაწყოების ზოგადი ცოდნა
** ქსელური ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა
** ქლაუდ პლატფორმებთან (Azure, AWS) და DevOps ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** M365 სერვისებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** გუნდში მუშაობის უნარები, თანამშრომლობა (cooperation), კოლეგებისა და მათი განსხვავებული აზრის პატივისცემა.
** კომუნიკაციაში მონაწილე მხარეების გათვითცნობიერებულობის დონის შესაბამისად, საკუთარი აზრის გასაგებად გადმოცემის უნარი.
** პრობლემის მნიშვნელოვნების განსაზღვრის უნარი და მათი გადაწყვეტის შინაგანი მოტივაცია
** დეტალებისადმი ყურადღება და მოქმედების განხორციელებისკენ სწრაფვა
** სენსიტიური ინფორმაციასთან მოქცევის პროფესიული უნარები, უსაფრთხოების მოთხოვნების სტანდარტების დაცვით.
** სავალდებულო ტრენინგების გავლის მზაობა, განვითარებაზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით "IT System Administrator" შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: IT.recruiting@procreditbank.ge და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ხელფასი განისაზღვრება ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების ხარისხის მიხედვით 3000 ლარიდან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 აპრილი 2024 წელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. (დეტალურად პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ იხილეთ http://www.procreditbank.ge).
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; geo.info@procredit-group.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე