Робота для біженців з України
გიდი - კახეთი, წინანდალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გიდი
მომწოდებელი: ღვინის კომპანია შუმი
გამოქვეყნდა: 29 მარტი / ბოლო ვადა: 29 აპრილი
"ღვინის კომპანია შუმი" აცხადებს ვაკანსიას გიდის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: კახეთი, წინანდალი.

ძირითადი მოთხოვნები:

** კომპანიაში მოსულ სტუმრებთან შეხვედრა კომპლექსის შემოსასვლელთან, მათთვის კომპანიის ყველა მომსახურებისა და შეთავაზების შესახებ ინფორმაციის გაცნობა.;
** გიდის კომპეტენციის ფარგლებში ვიზიტორების მიერ შერჩეული მომსახაურების მაღალი სტანდარტებით გაწევა,
** ტურების წაყვანა, კოპანიის სრულყოფილად წარმოჩენა სტუმრებთან;
** სადეგუსტაციო პრეზენტაციის მოწყობა,
** ტურისტული პაკეტებისა და მაღაზიის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა.
** სტუმრის კარგ განწყობაზე ზრუნვა,

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** ინგლისუსური ენის სრულყოფილად ფლობა (უპირატესობად ჩაითვლება დამატებითი უცხო ენის ფლობა);
** უპირატესობად ჩაითვლება ღვინის სფეროში გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა და პუბლიკასთან ურთიერთობის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** პოზიტიურობა;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: tourism@shumiwinery.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე