Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: მზამზარეული პლიუსი
გამოქვეყნდა: 29 მარტი / ბოლო ვადა: 29 აპრილი
შპს "მზამზარეული პლიუსი" არის მზა კვებისა და ნხევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია, რომელიც საკმაოდ მასშტაბური მწარმოებელია და მრავალი წელია უკვე ქართულ ბაზარზეა.

შპს "მზამზარეული პლიუსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაჰესი, ავჭალის ქუჩა N43
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-საათამდე.
ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დისტრიბუციის მიღება და ნედლეულის ჩამოტვირთვის უზრუნველყოფა:
** ნედლეულის შეფუთვის გახსნა და დათვალიერება ხარისხის შემოწმების მიზნით;
** ზედნადებისა და შეკვეთის ფურცლის მიხედვით შემოსული ნედლეულის მითვლა/მიწონვა უშუალო ხელმძღვანელის თანდასწრებით;
** ნედლეულის სახეობების მიხედვით დასაწყობება;
** დასაწყობების პროცესში ტემპერატურული რეჟიმი, შენახვის პირობებისა და ვადების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია; (სასურველია)

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

ჩვენი კომპანია გთავაზობთ მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში.
შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში 2024 წლის 29 აპრილის ჩათვლით გადმოგზავნეთ თქვენი CV კომპანიის ელ.ფოსტაზე office@mzamzareuli.com და სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე