Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: m|group
გამოქვეყნდა: 29 მარტი / ბოლო ვადა: 29 აპრილი
"m|group" რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფია, რომელიც 2005 წელს დაარსდა საქართველოში და სტუმართმოყვარეობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას წარმოადგენს.

დღეისთვის, ჯგუფის მართვაში შედის 5 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებული პროექტი: "ოტიუმი" "მეტეხის ჩრდილში" "პურის სახლი" "მასპინძელო" "მასპინძელო ექსპრესი"

"m|group"-ის წარმატებას ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი განაპირობებს, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების განვითარებასა და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენი პრიორიტეტი ერთამენთზე და მომხმარებელზე ზრუნვაა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: www.mgroup.ge

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი-m|group" მართვაში არსებული რესტორნებისთვის აცხადებს მიმტანის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: მოხერხებული სამუშაო ცვლები (გათვალისწინებულია კვირაში 2 ღამის ცვლა და 2 დასვენების დღე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა და გამასპინძლება
** სტუმრებისთვის მენიუში შემავალი ასორტიმენტის შეთავაზება
** საჭიროების შემთხვევაში სტუმრებისთვის კერძების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** სტუმრების შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა
** სტუმრების ანგარიშის გახსნა/დახურვა
** სუფრის სერვირება
** სტუმრებისთვის სასიამოვნო და დადებითი გამოცდილების შექმნა
** დადგენილი სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა

საჭირო უნარები:

** კომუნიკაციის კარგი უნარი
** თავაზიანობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სწრაფად რეაგირების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდს
** სამუშაო საათებში სადილს კომპანიის ხარჯზე
** კარიერულ ზრდას
** მზარდ შრომით ანაზღაურებას
** "ფიტპასი"-ს და დაზღვევის შეთავაზებას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@mgroup.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 555960372; გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მიმტანი"

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ "სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group"-ში გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე