Робота для біженців з України
სამედიცინო შემთხვევების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო შემთხვევების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯერარსი
გამოქვეყნდა: 29 მარტი / ბოლო ვადა: 29 აპრილი
კლინიკა "ჯერარსში" ცხადდება ვაკანსია სამედიცინო შემთხვევების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კონტროლის განხორციელება სამედიცინო დოკუმენტაციის სისრულესა და ვალიდურობაზე;
** პაციენტებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მართვა;
** პაციენტის შიდა და გარე გადაყვანის პროცესის კოორდინაცია რიგ ადმინისტრაციულ და ბილინგის საკითხებში;
** პაციენტის გაწერის შემთხვევაში ისტორიის დახურვამდე ხარჯების შედარება პროგრამაში არსებულ მონაცემებთან, ყველა სხვა საჭირო ინფორმაციის შემდგომი გადამოწმება და დასტურის გაცემა გაწერაზე;
** სოციალური მომსახურების სააგენტოს პორტალის ანგარიშგების მოდულში კალკულაციის ატვირთვა;
** შესრულებისთვის მომზადებული დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება და შეთანხმებულ ვადებში უშუალო უფროსისთვის მიწოდება;
** ბილინგის მოდულში შესაბამისი ოპერაციების განხორციელება;
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;
** ერთეულის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების და გაიდლაინების განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** სამუშოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისა დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@jerarsi.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე