Робота для біженців з України
ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: Ramada by Wyndham Tbilisi Old City
გამოქვეყნდა: 29 მარტი / ბოლო ვადა: 29 აპრილი
"Wyndham Hotels and Resorts" არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრანჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.

"Ramada by Wyndham Tbilisi Old City" მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასაა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.

სასტუმრო "Ramada by Wyndham Tbilisi Old City" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

** 8 საათიანი სამუშაო დღე, კვირაში 5 დღე.
** ანაზღაურება: 1800-2000 ლარი.
** მისამართი: ავლაბარი, წურწუმიას #14.

ძირითადი ფუნქციები / პასუხისმგებლობები:

** უზრუნველყოს ტექნიკური დეპარტამენტისთვის საჭირო პროცედურების სწორი და ხარისხიანი დაგეგმვა და წარმართვა;
** აკონტროლოს შენობის, სასტუმროს ოთახებისა და მათი ნაწილების მდგომარეობა, მიიღოს შესაბამისი ზომები არსებული დეფექტების აღმოსაფხვრელად;
** უზრუნველყოს სასტუმროს და რესტორნის ინფრასტრუქტურაში არსებული სისტემების გამართული მუშაობა, მათი სწორი ტექნიკური მომსახურების დროული და ხარისხიანი სარემონტო სამუშაოები;
** ზედამხედველობა გაუწიოს ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს შესაბამისი სამუშაოს შესრულებისას და შეიმუშაოს განვითარების გეგმა ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის;
** მოამზადოს ყოველკვირეული რეპორტი დეპარტამენტში მიმდინარე პროცესების შესახებ;

მოთხოვნები: სასტუმროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ.ფოსტა: hr@ramadatbilisioldcity.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 558 10 77 00

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე