Робота для біженців з України
სამედიცინო დოკუმენტაციის ანაზღაურების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო დოკუმენტაციის ანაზღაურების მენეჯერი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 29 მარტი / ბოლო ვადა: 29 აპრილი
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დოკუმენტაციის ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N1
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაზღვეულის მიერ ელექტრონულად გამოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა;
** საჭიროების შემთხვევაში კლინიკიდან დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა;
** წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ხარჯის ანაზღაურება;
** დაზღვეულებისათვის ინფორმაციის მიწოდება ანაზღაურებული ან/და დაუარებული თანხის, დაზღვევის პირობებისა და მომსახურების მიღების გზების შესახებ.

განათლება:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა (B1- B2) (საუბარი, წერა)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: HR@ardi.ge. გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "სამედიცინო დოკუმენტაციის ანაზღაურების მენეჯერი"

ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

სადაზღვევო კომპანია "არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.

ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.

"არდი" ახორციელებს მსხვილი რისკების გადაზღვევას მსოფლიოს ისეთ წამყვან გადააზღვევ კომპანიებში, რომლებიც განსაკუთრებით კარგად იცნობენ ქართული სადაზღვევო ბაზრის სპეციფიკას და ადაპტირებულნი არიან მასზე. პარტნიორის შერჩევისას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა Standard & Poors-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს და მსოფლიოში აღიარებულ რეპუტაციას.
ჩვენი თანამშრომლები ყოველწლიურად გადიან თეორიულ და პრაქტიკულ სტაჟირებებს ევროპის წამყვან სადაზღვევო და საგადამზღვევო კომპანიებში. ვთვლით, რომ "არდის" გუნდი - ეს ყველაზე ღირებული და გრძელვადიანი ინვესტიციაა.

დღეისათვის უკვე ვემსახურებით 60, 000-მდე ფიზიკურ პირს და 2, 000-მდე მსხვილ, საშუალო თუ მცირე ზომის კერძო, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

"არდი" - როცა ფიქრობ მხოლოდ კარგზე!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე