Робота для біженців з України
ოჯახის ექიმის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოჯახის ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 29 მარტი / ბოლო ვადა: 29 აპრილი
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი პროვაიდერი კლინიკა (სხვადასხვა პროვაიდერ კლინიკაში გვყავს ოჯახის ექიმი განთავსებული, ასისტენტის ლოკაცია განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რომელი ოჯახის ექიმთან მოუწევს მუშაობა)
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, თვეში 2 შაბათი 10:00-14:00.

ფუნქცია-მოვალეობები

** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
** ოჯახის ექიმისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ოჯახის ექიმის მიერ პაციენტისათვის დანიშნული ამბულატორიული სერვისებისა და/ან დანიშნული მედიკამენტების პროგრამული ასახვა საგარანტიო ბარათების სახით;
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ასისტირება დანიშნულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევაზე ან სპეციალისტის კონსულტაციაზე;
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მომდევნო ვიზიტის დაგეგმვა, ვიზიტზე ჩაწერა;
** პაციენტთა ოჯახის ექიმთან მიღების საათების დარეგულირება, ჩაუწერელი პაციენტების მიღების რიგის მართვა;
** პაციენტთა მოკითხვა;
** ოჯახის ექიმის კაბინეტისათვის საჭირო ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების საჭიროებების შეფასება და მოთხოვნის უზრუნველყოფა.

განათლება:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ინგლისური - Intermediate;
** MS Office პროგრამების ცოდნა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@ardi.ge. გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ოჯახის ექიმის ასისტენტი"

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე