Робота для біженців з України
მონიტორინგის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის ოფიცერი
მომწოდებელი: გლორია
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
შპს "გლორია" მართავს ორ სასტუმროს - "ტიფლის პალასს", რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს "ტიფლის ვერანდას") და "Grand Gloria"-ს - გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს.

კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.

შპს "გლორია" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის ოფიცრის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ.თბილისი, გორგასლის 3
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამეთვალყურეო სისტემების მეშვეობით მონიტორინგის წარმოება;
** კომპანიაში უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** პრობლემის დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრის ზომების მიღება;
** უძრავი ქონებისა (ეზო, ღობე, შენობა, ნარგავები) და მატერიალური ფასეულობების მეთვალყურეობა და დაცვა, დაკარგვის, დაზიანებისა და უდიერად მოპყრობისგან;
** ტერიტორიაზე უცხო პირთა მოძრაობის კონტროლის გაწევა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 28 აპრილი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელფოსტაზე: hr@tiflispalace.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მონიტორინგის ოფიცერი", რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

შპს "გლორია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე