Робота для біженців з України
ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა, მათი გადამისამართება საჭიროებისამებრ;
** შიდა და გარე კორესპონდენციის მართვა - მიღება, შესაბამისი განყოფილებისთვის მიწოდება, გაგზავნა;
** სატელეფონო ზარებსა და კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილების ყოველდღიური მონიტორინგი, პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** ოფისისთვის საჭირო საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
** შეხვედრების ორგანიზების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები/რეზიუმე მუშავდება სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან და ამის შესაბამისად, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, სავალდებულო წესით მითითებულ მონაცემთა მიუწოდებლობის შემთხვევაში მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი განაცხადი/კანდიდატურა. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელფოსტაზე info@nikoratrade.ge. შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე -  jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრაციული ასისტენტი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე