Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი/წარმომადგენელი - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი/წარმომადგენელი
მომწოდებელი: ლიდერი
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
სოციალური სამკერვალო საწარმო "ლიდერი" 2016 წელს დაარსდა და დღემდე ასობით კომპანიის საიმედო პარტნიორია, მის მფლობელობაშია 2 ატელიე და 2 საწარმო.
სამკერვალო საწარმო "ლიდერი" ასრულებს როგორც კორპორატიულ შეკვეთებს (უნიფორმები, სასკოლო და სპორტული გუნდის ფორმები, ტექსტილზე ბრენდირება და ა.შ.) ასევე, აწარმოებს, ბავშვის სამოსს "ლიმო" რომელიც 2 წელია ექსპორტზე გადის ევროპის ქვეყნებსა და კორეაში.

"ლიდერი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს, გაყიდვების მენეჯერის/წარმომადგენლის პოზიციაზე ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, ოზურგეთი, თელავი, ზუგდიდი, მესტია, ონი, ახალციხე, ბორჯომი, რუსთავი, მარნეული, მცხეთა, გორი.

მოვალეობები:

** დამკვეთის მოძიება და მათთან კომერციული ურთიერთობის აწყობა;
** მოლაპარაკების წარმოება, პროდუქციის და კომპანიის პრეზენტაცია.
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება;
** ყოველდღიური გაყიდვების დაგეგმვა, განხორციელება, კონტროლი.
** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;

სხვა მოთხოვნები: გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

კომპანია განიხილავს დისტანციურ მუშობას და თქვენს საჭიროებებზე მორგებულ სამუშო გრაფიკს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@lemo.ge. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი" და ის ქალაქი, სადაც გსურთ დასაქმება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე