Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ევროპული ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 29 აპრილი
ევროპული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება სამიზნე აუდიტორიასთან კომპანიის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** საკუთარი პროდუქციის შესახებ პრეზენტაციის მომზადება/წარდგენა/შეთავაზება სამიზნე აუდიტორიისთვის;
** საკუთარი პროდუქციის და კონკურენტების ზედმიწევნით ცოდნა;
** დეტალური ანგარიშის წარმოება (ყოველდღიური ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი);
** გაყიდვების გეგმების შესასრულებლად აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა;
** სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა (შეხვედრები, კონფერენციები), რომლებიც კომპანიის პროდუქტების პოპულარიზაციას ემსახურება;
** მინიჭებულ ტერიტორიაზე პრეპარატების გაყიდვის გეგმის შესრულება, აფთიაქებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებით;

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება;
** უპირატესობა მიენიჭებათ გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილების (მინიმუმ 2წელი) მქონე კანდიდატებს;
** მზაობა ინტენსიური ტრენინგებისთვის;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (საოფისე პროგრამა MS Excel) ფლობა;
** : B1 კატეგორიის მართვის მოწმობა;
** აკადემიურად მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარების ფლობა;
** უცხო ენები - რუსული, ინგლისური

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** გაყიდვების უნარები;
** კომუნიკაბელურობა, შედეგზე ორიენტაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** თავდაჯერებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა,

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე: vacancy.asag@gmail.com

საბუთების გამოგზავნა ა.წ. 29 აპრილი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე