Робота для біженців з України
მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
კომპანია "ევროპროდუქტი" ბაზარზე 2004 წლიდანაა წარმოდგენილი, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია. საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის "Valio", "Frico", "Elpozo", "Arla", "Bayernland" და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან შექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 34 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად.

კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის #25
სამუშაო გრაფიკი: შესაძლებელია გრაფის არჩევა: 2 დღე - 08:30-დან 23:00- საათამდე - 2 დღე დასვენება ან 15:30 - 23:00 (კვირაში 6 დღე); (თვეში მაქსიმუმ 2 ღამის სმენა);
საწყისი ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + სტაჟის დანამატი;

დამატებით გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** FitPass.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ობიექტების ვიდეო მონიტორინგი;
** არსებული დარღვევების აღმოჩენა;
** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება;
** დარღვევების სისტემატიზაცია, აღწერა.

აუცილებელი მოთხოვნები: კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: Hr@europroduct.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 6 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე