Робота для біженців з України
უსაფრთხოების თანამშრომელი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: ლიდერბეთი
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
"ლიდერბეთი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო სივრცის კონტროლი;
** შენობის შიგნით წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა.
** უსაფრთხოების სისტემების (სიგნალიზაცია, სახანძრო, კამერების) მართვა, კონტროლი; 
** თანამშრომლების, ვიზიტორების, კოორდინაციის გაწევა.
** ობიექტზე მუდმივად ყოფნა, პერიმეტრის პერიოდულად შემოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა
** დროის მენეჯმენტის უნარი
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განრიგი: ცვლიანობის განრიგი
** ლოკაცია: დაბა ბაკურიანი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ან საკონტაქტო ელ.მისამართზე hr@leader-bet.com აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.

შეტყობინება: "ლიდერბეთი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიდერბეთისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე