Робота для біженців з України
ქსელის განვითარების სამსახურის პროექტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის განვითარების სამსახურის პროექტანტი
მომწოდებელი: თბილისი ენერჯი
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის განვითარების სამსახურის პროექტანტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
** სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

** ტექნიკური დოკუმენტაციის შესადგენად და გასაფორმებლად საჭირო ტექნიკური სტანდარტების ცოდნა;
** გაზის მეურნეობაში მოქმედი უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** პროგრამა AUTOCAD-ის გამოყენებით პროექტების დამუშავება;
** თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, აღრიცხვა და წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** საპროექტო სამუშაოების წარმოების უზრუნველყოფა საპროექტო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად;
** საინვესტიციო მოკლევადიანი გეგმის შესაბამისად სამუშაოების წარმოების მიზნით პროექტების მომზადება;
** კონტრაქტორი კომპანიის მიერ საპროექტო სამუშაოების შესრულების ვადების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის დავალებით, არსებული ტექნიკური დავალების საფუძველზე ტექნიკური პროექტების მომზადება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
** მოვალეობების შესრულების პროცესში ბუნებრივი გაზის სფეროში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, დარგობრივი ინსტრუქციებისა და მითითებების მოთხოვნების ზუსტი დაცვა;
** სამუშაოების მოცულობის მიხედვით მასალების სპეციფიკაციის განსაზღვრა;
** პროექტირებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების შესახებ სამსახურის უფროსის ინფორმირება;
** კომპანიაში მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა;
** სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილი დარღვევების ა/და ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** სამსახურის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი დირექტორისა და გენერალური დირექტორის სხვა სამსახურებრივი დავალებებისა და მითითებების შესრულება.

კომპიუტერული უნარ-ჩვევები:

** საოფისე პროგრამები;
** AUTOCAD.

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. ა. მიცკევიჩის ქ18ა
ანაზღაურება: კონკურენტული

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: public@te.ge ან vacancies@te.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება).

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 28 აპრილი.

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებგვერდით https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებებს!

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.
ასევე გაცნობებებთ, რომ თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სხვა სამომავლო, პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე vacancies@te.ge რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი: "თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში." კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
შპს "თბილისი ენერჯი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე