Робота для біженців з України
მძღოლი-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: Pepsico
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მძღოლი-ექსპედიტორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებისათვის მზა პროდუქციის მიწოდება კომპანიის პოლიტიკის, სამარშრუტე განრიგისა და შეკვეთის შესაბამისად;
** კლიენტებისათვის პროდუქციის გადაცემის ზედნადებების და კლიენტებისაგან მიღებული ფულის სალაროში ჩაბარება;
** მიწოდების პროცესში პროდუქციის და აღჭურვილობის უსაფრთხოების დაცვა (ტვირთის სწორი განთავსება და ატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი);
** ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ავტომობილის ექსპლოატაციისა და რემონტის საკითხებზე მექანიკოსთან თანამშრომლობა.

კანდიდატის პროფილი:

** აუცილებელია C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** 2+ წელი სატვირთო ავტოტრანსპორტის მართვის გამოცდილება;
** სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე.

რას გთავაზობთ?

** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა;
** კონკურენტული ანაზღაურება - 1750 ლარი ფიქსირებული + ცვლადი დანამატი (თვეში საშუალოდ 2250 ლარი; ფიქსირებულს+ცვლადი დანამატი);
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა;
** ტრანსპორტირება;
** კვება.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: delivery_cau@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე