საწარმოს მმართველი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს მმართველი მენეჯერი
მომწოდებელი: მეგობრობა
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
კომპანიას "მეგობრობა" (https://www.megobroba.ge) ესაჭიროება საწარმოს მმართველი მენეჯერი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, ივანე კაჭარავას 43.
სამუშაო საათები: 10:00-19:00
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 3-დან 5 წლამდე მუშაობის გამოცდილება მმართველი მენეჯერის პოზიციაზე (სასურველია სამშენებლო სფეროში)
** უმაღლესი განათლება
** უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური, თურქული)
** საოფისე და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოს მართვა (მეტალოპლასტმასის და ალუმინის კარ ფანჯრების, შუშის საწარმოს და ადმინისტრაციის თანამშრომელთა მართვა)
** საწარმოს განვითარების სტრატეგიის შემუშავება
** ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და მოლაპარაკებების წარმოება.

პიროვნული უნარები:

** დამოუკიდებლად და ასევე გუნდურად მუშაობის უნარი
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი უნარი
** პუნქტუალურობა
** პრეზენტაბელურობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.megobroba@gmail.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე