კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: www.wishlist.ge
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
კომპანია Wishlist.ge - "ვიშლისთის" საბავშვო პროდუქციის მაღაზია, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

მაღაზიები მდებარეობს მდებარეობს შემდეგ მისამართებზე:

** საბურთალოზე, ცინცაძის #12-ში ("აქსისის" შოპინგ მოლში)
** დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის #1 ("გუდვილის" შოპინგ მოლში)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და განახლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი. ბონუსი - გამომუშავებით;
სამუშაო საათები: 10:00-დან 22:00 საათამდე ცვლებში;
სამუშაო დღეების რაოდენობა: 6 დღე კვირაში.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge. გთხოვთ, "subject"-ის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე