დისტრიბუციის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუციის მძღოლი
მომწოდებელი: ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია, 1961 წელს დაარსდა და დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.

კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.

ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge | https://www.facebook.com/vakeproducts

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე"-ს ესაჭიროება დისტრიბუციის მძღოლი. გიწვევთ დისტრიბუციის მძღოლის ვაკანტურ პოზიციაზე ქ. თბილისში, მისამართზე: გლდანი, გმირი კურსანტების ქუჩა.

ანაზღაურება: 650-700 ლარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დისტრიბუციისთვის განკუთვნილი ავტომანქანის ტარება/მოვლა;
** ობიექტებთან ურთიერთობა, თანხის აღება, პროგრამაში გატარება საჭიროების შემთხვევაში;
** დისტრიბუტორის დახმარება, დისტრიბუციის ავტომანქანის დატვირთვაში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 25-დან 40 წლამდე;
** სქესი: მამრობითი;
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში;
** საგანმანათლებლო ხარისხი: სასურველია უმაღლესი განათლება;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგად;
** რუსული - სასურველია;
** ინგლისური - სასურველია.

ფოტოსურათი: აუცილებელია.

პიროვნული მახასიათებლები: დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური, კეთილსინდისიერი, ემოციურად სტაბილური/გაწონასწორებული, შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@vake.ge და სათაურის ველში "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "დისტრიბუციის მძღოლი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე