მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 500 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის სწორად შერჩევისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ზრუნვა;
** მოთხოვნადი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება; ვიზუალის დაცვა
** კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილის დაცვა;
** სალაროს ოპერაციები წარმოება;
** პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ან/და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

სხვა ცოდნა/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე