მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" ქ. თელავში აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას.

დასაქმების ტიპი: კვირაში 6 დღე, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი.
ანაზღაურება: 400-450 ლარი.

ფუნქციები:

** მომხმარებლის მომსახურება
** სალაროს ოპერაციების წარმოება
** პროდუქციის მიღება, განლაგება
** თაროების მოწესრიგება
** სისუფთავეზე ზრუნვა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** ყურადღებიანი
** ენერგიული
** დეტალებზე ორიენტირებული
** მოწესრიგებული
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://career.orinabiji.ge/ ან გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR1@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი".

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 595 142725, 598 087007.

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე