ბრენდის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge | www.AVZI.ge) აცხადებს ვაკანსიას ბრენდის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

კონკრეტული ბრენდების მიხედვით:

** ბაზრის კვლევა (კონკურენტები, ფასები და ა.შ.);
** ბრენდის განვითარების დაგეგმვა და ანალიზი;
** ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება/განვითარება, ბიუჯეტის შედგენა და მართვა;
** მაღაზიათა ქსელის პერსონალის ინფორმირებისათვის საჭირო მასალების მომზადება და გაცნობა, პროდუქტების შესახებ სიახლეების მუდმივი მიწოდება;
** პროდუქციის ვიზუალური სტენდების შექმნა და წარმოჩენა მაღაზიათა ქსელებში;
** გაყიდვების გეგმის შედგენა, ანალიზი, მონიტორინგი და სტიმულირება;
** ფასწარმოქმნის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
** პრომო-აქციების დაგეგმვა და მართვა;
** რეპორტინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება/მარკეტინგის განხრით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, PowerPoint, Photoshop, Internet );
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
** რუსული ენის ცოდნა (B2-დონე).

სხვა მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** შემოქმედებითობა, იმპროვიზაციის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 ოქტომბერი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: HR@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ბრენდის განვითარების მენეჯერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე