eCommerce მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: eCommerce მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge | www.AVZI.ge) აცხადებს ვაკანსიას eCommerce მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ხელმძღვანელთან ერთად ციფრული მარკეტინგის და ელექტრონული კომერციის სტრატეგიის ჩამოყალიბება და მართვა
** ციფრული გაყიდვების სტიმულირების მიზნით, SEO და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ფასიანი სარეკლამო და სხვადასხვა კამპანიების ოპტიმიზაცია და მართვა
** ვებ-გვერდის ტრაფიკის ცვლილებების მონიტორინგი და ვებ-ანალიტიკა
** პროდუქტების განვითარებაში ჩართულობა
** ელექტრონული და სატელეფონი მოთხოვნების მიღება/დამუშავება
** პროდუქტების და პროცესების კარგად ცოდნა მომხმარებლისთვის სწორი სერვისის, ხოლო სერვისის გუნდისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდების მიზნით
** პროდუქტების ფოტოების და აღწერილობების შექმნა და ელ. კომერციის პლატფორმაზე ცვლილებების დროულად ასახვა, მათ შორის დასრულებული სააქციო პროდუქტების ფასების ცვლილება, პროდუქტების პლატფორმიდან მოხსნა და სხვა
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით სხვა სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ციფრული მარკეტინგის მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** დიჯიტალ მარკეტინგის მიმართულების ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნა
** ქართულად წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი (მაღალ დონეზე)
** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა (მინიმუმ B2-დონე).

სხვა მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** შემოქმედებითობა-იმპროვიზაციის და კარგი ინტერპრეტაციის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** კარგად განვითარებული ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 ოქტომბერი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: HR@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "eCommerce მენეჯერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე