დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge | www.AVZI.ge) აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფოტოების გადაღება (ღონისძიებები, პროდუქცია...) და დამუშავება;
** პოსტების თემატურად დამუშავება;
** სოციალური ქსელისთვის პოსტების, ქავერების დიზაინის შემუშავება;
** Gif-ბანერების დამზადება;
** ვებ გვერდისათვის სარეკლამო გვერდისა და სხვა სარეკლამო მასალის დიზაინის შემუშავება;
** გარე რეკლამის დიზაინის მომზადება;
** კატალოგების, ფლაერების, ბროშურების, ბანერების და სხვა სარეკლამო მასალის დიზაინის შექმნა-მომზადება დასაბეჭდად და საიმიჯო პარამეტრების კონტროლი დაბეჭდილ მასალაზე;
** სტამბებთან ურთიერთობა;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე);
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა საშუალო (B1) დონეზე;
** ფოტოების გადაღებებისა და დამუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
** Adobe პროგრამების: Photoshop, Illustrator, Corel, ცოდნა მაღალ დონეზე.

სხვა მოთხოვნები:

** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** შემოქმედებითობა, იმპროვიზაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** სხარტი აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის მიხედვით).
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი).

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 ოქტომბერი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@nova.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "დიზაინერი".

გასაუბრებაზე მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს მოვიწვევთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე