საკრედიტო ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო ოფიცერი
მომწოდებელი: ფინკა ბანკი საქართველო
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
თუ ხართ ორიენტირებული გრძელვადიან თანამშრომლობაზე და უკვე გაქვთ საბანკო სფეროში გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება, გაქვთ სურვილი და ამბიცია იყოთ არა მხოლოდ წარმატებული, არამედ გახდეთ N1 და მიიღოთ სათანადო აღიარება, გსურთ იმუშაოთ თქვენს განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, სადაც კორპორატიული კულტურა ნდობასა და პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის პრიციპებზეა დაფუძნებული - მაშინ "ფინკა ბანკის" საკრედიტო ოფიცრის ვაკანსია თქვენთვის არის!

სამუშაო ადგილი: დმანისი.

ძირითადი ფუნქციები:

** საკრედიტო ოფიცერი სწავლობს ბაზარს, ახორციელებს პოტენციური საბაზრო არეალის იდენტიფიცირებას და შესაბამისად პროდუქტების პრეზენტაციას;
** უწევს კონსულტაციას კლიენტებს, ახდენს მათი მოთხოვნების იდენტიფიცირებას და მოთხოვნების შესაბამისად სთავაზობს პროდუქტებს.
** ჯვარედინი გაყიდვების თუ გაყიდვების სხვა ტექნიკის გამოყენებით ახორციელებს "ფინკა ბანკი" საქართველოს პროდუქტების გაყიდვას.
** ახორციელებს ბიზნეს ანალიზს და აფასებს საკრედიტო რისკებს.
** მართავს ხარისხიან საკრედიტო პორტფელს და ზრუნავს კლიენტთა მაღალი კმაყოფილების ხარისხის შენარჩუნებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, საფინანსო ან ეკონომიკის სფეროში);
** მიკროსაფინანსო ან/და საბანკო სექტორში საკრედიტო ოფიცრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel) ცოდნა; საბანკო მომსახურების პროგრამის ცოდნა (ALTA)
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ "ფინკა ბანკის" კარიერის გვერდს

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2020 წ.

შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება (competency based interview).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გარკვეულ თანამდებობაზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა შესარჩევი ტექნიკა, როგორიც არის: ტესტირება, პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება, როლური თამაში, ქეისი განხილვა და ა.შ.

"ფინკა ბანკი საქართველოში" შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.

"ფინკა ბანკი საქართველო" გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან კომპენსაციას, ბენეფიტების მრავალფეროვან პაკეტებს და მრავალმხრივი კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

"ფინკა ბანკი საქართველოში" კანდიდატის წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა "ფინკაში". პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე