სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ავიტა
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
ფარმაცევტული კომპანია "Inpha LLP" ("ავიტა") აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე აჭარის და იმერეთის რეგიონში.

მზარდი ანაზღაურებით და სოციალური პაკეტით (სამედიცინო დაზღვევა, მობილური კავშირის კორპორატიული ტარიფი და ა.შ).

მოვალეობები

** კლინიკებში გეგმიური ვიზიტების განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია;
** სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა ან მონაწილეობა
** შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (უმაღლესი განათლების გარეშე ნუ გამოგვეხმაურებით)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint Presentation)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა

პიროვნული უნარები:

** პრეზენტაბელურობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@inpha.ge. საგნის ველში ("subject") აუცილებელია მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს მაგ: "სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე აჭარაში".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე