ფიზიკური უსაფრთხოების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფიზიკური უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
სს "კრედო" აცხადებს ვაკანსიას ფიზიკური უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.

ექვემდებარება: უსაფრთხოების უფროს ოფიცერს
სამუშაო ადგილი: "კრედო-კამპუსი"

"კრედო კამპუსი" მდებარეობს დიღომი 7-ში

პოზიციის მიზანი: ფიზიკური უსაფრთხოების ოფიცერი პასუხისმგებელია კამპუსის უსაფრთხო ფუნქციონირებაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

** კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
** საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
** ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა.

სამუშაოს აღწერილობა:

** ოფისში არსებულ ვითარებაზე კონტროლი უსაფრთხოების კუთხით;
** საშვთა სისტემის კონტროლი;
** მატერიალური-ტექნიკური ბაზის დაცვა;
** ოფისის შიდა განაწესის დაცვა და მონიტორინგი;
** სტუმრების/მსმენელების ოფისში დაშვების აღრიცხვა და კონტროლი;
** შესაბამისი ზომების მიღება ტექნიკური ავარიებისა და ხანძრის შემთხვევაში;
** საგანგაშო სიტუაციებში საევაკუციო გეგმის მიხედვით თანამშრომელთა ევაკუაციის კონტროლი;
** ობიექტისა და მიმდებარე ტერიტორიის პერიოდულად დათვალიერება;
** სამეთვალყურეო სისტემების (შენობის პერიმეტრის და სართულების ვიდეომეთვალყურეობა) კონტროლი;
** ოფისში საშვთა სისტემის გვერდის ავლით შეღწევის მცდელობისას, ასევე კრიტიკული შემთხვევების დროს შესაბამისი რეაგირება;
** კონფლიქტური სიტუაციების გამწვავების პროგნოზირება და შესაბამისი რეაგირება;
** სათაოს/კამპუსის ტერიტორიაზე დაცვის ტექნიკურ საშუალებაზე კონტროლი და სისტემის პერიოდულად ტესტირება;
** ოფისში მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის იდენტიფიცირება და მასზე სწრაფი რეაგირება;
** ოფისის გაღება-დახურვის კონტროლი;
** სიგნალიზაციაზე ობიექტის აყვანის მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან სპეციალური განათლება;
** ფიზიკური დაცვის ოფიცრად მუშაობის გამოცდილება;
** უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

უნარები:

** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობა;
** გუნდურად მუშაობა;
** ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესების შემთხვევაში, CV გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტაზე: cv@credo.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე