ექაუნთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: FitPass
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
"FitPass" სპორტის, დასვენებისა და განტვირთვისთვის შექმნილი პროექტია. მისი დახმარებით, ერთი ბარათის (აბონემენტის) მფლობელს ერთდროულად უამრავი სპორტული დაწესებულების სერვისების გამოყენება შეუძლია.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის თანამდებობაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო სამუშაო პროცესს
** ახალგაზრდა და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობას
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია
** კლიენტების აფსეილი, მომხმარებლების რაოდენობის ზრდა
** ყოველთვიური ცვლილებების მონიტორინგი
** საქმის დელეგირება გუნდის სხვა წევრებთან
** ყოველთვიური რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სერვისის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** კორპორატიული გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პრეზენტაბელურობა
** კომუნიკაბელურობა
** გამართულად წერისა და მეტყველების უნარი.

ანაზღაურება: 1000₾ ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი.
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ხელფასი 500₾)
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@fitpass.ge 2020 წლის 15 ოქტომბრამდე და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "Account Manager".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე