ინგლისური ენის პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური ენის პედაგოგი
მომწოდებელი: აკადემიური სასწავლო ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
"აკადემიური სასწავლო ლაბორატორია" (All) აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - უცხო ენები (ინგლისური ენის მიმართულებით - ფილოლოგი)
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** შესაძლებლობა, განავითაროს და დახვეწოს ინგლისური ენის კურსები თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
** სამუშაოსა და დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** თბილი, მეგობრული დამოკიდებულება სტუდენტებისა და მოსწავლეების მიმართ;
** აქტიური და ენერგიული.

პირობები:

** ანაზღაურება: საათობრივი.
** მოქნილი გრაფიკი.

შერჩევის ეტაპები:

** ეტაპი პირველი: გასაუბრება,
** ეტაპი მეორე: ტესტირება,
** ეტაპი მესამე: დასაქმება.

სასწავლო ცენტრი მდებარეობს დიდ დიღომში, პეტრე იბერის #4.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: s.zirakadze@gmail.com 7 ოქტომბრამდე და ელექტრონული ფოსტის ველში (subject) მიუთითოთ "ინგლისური ენის მასწავლებელი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე