შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქ. ენერგეტიკის განვითარების ფონდი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 სექტემბერი
სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე

მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ინფორმაცია პროექტზე:

ბათუმის საჯარო სკოლების მზის სისტემებით აღჭურვის პროექტი წარმოადგენს სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და ლიეტუვური კომპანია შპს "Via Solis"-ის პარტნიორობით შემუშავებულ პროექტს, რომელმაც ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა. მოცემული პროექტის ფარგლებში ქალაქ ბათუმის 13 საჯარო სკოლას მზის ელექტროსადგურები დაუმონტაჟდება, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 333.3 კვტ-ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულებაა 502 667 ევრო.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის აღსრულება, პროცედურების, დამხმარე დოკუმენტების მომზადება
** სამშენებლო ობიექტზე ზოგადი და სპეციფიკური რისკების შეფასება
** თანამედროვე პრაქტიკების და საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი, სიახლეების დანერგვა
** სასაწყობე სივრციდან სამშენებლო კომპონენტების ტრანსპორტირების შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი
** მუშახელის ყოველდღიური ტრეინინგი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით
** დასაქმებულთათვის მაღალი რისკის შემცველ ადგილებზე შესაბამისი ინსტრუქტაჟების შედგენა და სწავლების ჩატარება
** ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების საჭიროების განსაზღვრა, დასაქმებულთა უზრუნველყოფა და კონტროლი მათ სწორად გამოყენებაზე
** სამშენებლო ობიექტის პერიოდული ინსპექტირება/მონიტორინგი, შეუსაბამობების შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების გატარება
** ინსპექტირების ჩატარება დადგენილი პერიოდულობით
** შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პირდაპირი კავშირი დამკვეთთან, ინჟინერთან, ქვეკონტრაქტორთან და ყველა იმ პირთან, ვინც მონაწილეობს მშენებლობის პროცესში და მათი კონტროლი სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების შესრულების დროს
** სამშენებლო ობიექტზე ამკრძალავი, გამაფრთხილებელი, სავალდებულო და დამხმარე ნიშნების განსაზღვრა და შესაბამისი ნიშანდება
** პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებების აღწერა და კონტროლი
** უბედური შემთხვევის მოკვლევა, აღრიცხვა და ანგარიშგება
** შესავალი, პირველადი, განმეორებითი და რიგგარეშე ინსტრუქტაჟების ჩატარება
** პროექტთან დაკავშირებული უსაფრთხოების დოკუმენტაციის მართვა
** სამუშაო საათებში სამშენებლო ობიექტის მუდმივი კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება (საინჟინრო, არქიტექტურის პროფილით ჩაითვლება უპირატესობად)
** სამშენებლო პროექტზე შრომის უსაფრთხოების კუთხით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტაცია (შესაბამისი გამოცდის დამადასტურებელი დოკუმენტი)
** შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების და ეროვნული საკანონმდებლო ბაზის ცოდნა
** დასაქმებულთათვის აუცილებელი სწავლებ(ებ)ის დაგეგმვა და განხორციელება
** MS Office-ის პროგრამების კარგად ცოდნა
** რუსული ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების ვადაა 4 (ოთხი) თვე.

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: z.chedia@gedf.com.ge | a.janukashvili@gedf.com.ge და თემაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე