სისხლის სამართლის იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სისხლის სამართლის იურისტი
მომწოდებელი: უფლებები საქართველო
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
ააიპ "უფლებები საქართველო" აცხადებს კონკურსს სისხლის სამართლის იურისტის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1950 ლარი (დარიცხული ხელფასი)
სამუშაოს დაწყების დრო: 1 ოქტომბერი 2020
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ხელშეკრულების ვადა: 9 თვე (გაგრძელების პერსპექტივით)

მოვალეობები:

** საქმეების წარმოება სასამართლოში, საგამოძიებო ორგანოებსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში (თბილისი და რეგიონები);
** სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
** სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა;
** სამართლებრივი კონსულტაციების გაცემა სამიზნე ჯგუფებთან;
** პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
** მედიასთან კომუნიკაცია, შესაბამის აქტივობებში მონაწილეობა;
** ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა აქტივობაში/ღონისძიებაში მონაწილეობა; ორგანიზაციის სახელით პოზიციების გამოხატვა;
** ორგანიზაციის მიზნებისათვის სხვა საქმიანობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** ადვოკატად/იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, თანასწორობის, გამოხატვის თავისუფლების, საკითხებზე მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას);
** ადვოკატის სალიცენზიო მოწმობა სისხლის სამართლის სპეციალობით (უპირატესობა მიენიჭება საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით);
** ენების ცოდნა: ინგლისური (B2 დონე), რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** სრულყოფილი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე და პრეზენტაბელურობა;
** სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
** ეფექტიანი კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა;
** შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება;

კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:

** რეზიუმე (CV); 2 რეკომენდატორის მითითება, მათი საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით;
** სამოტივაციო წერილი;
** ადვოკატად მუშაობის დამადასტურებელი ლიცენზიის ასლი;
** იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
** ინგლისური ენის (მოთხოვნილი დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის დიპლომი;
** ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს კანდიდატის კვალიფიკაციას და შესაბამისობას არსებულ ვაკანსიასთან.

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

** დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
** მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის წერითი დავალება (ინგლისურ ენაზე);
** მესამე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის გასაუბრება.

გამოცხადებულ პოზიციაზე დასაქმების მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@rights.ge 2020 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით. სავალდებულოა, ელფოსტის დასახელებაში მიეთითოს: "სისხლის სამართლის იურისტი".

არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე