ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე:

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის (4%);
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების მიმართულებით პროცედურების და ინსტრუქციების შემუშავება და მათი პერიოდული განახლება;
** HR ბიუჯეტის განსაზღვრა;
** ​გრეიდების სისტემის შემუშავება და მართვა;
** თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემის შემუშავება;
** საბონუსე სისტემის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა;
** კადრების შერჩევა/რეკრუიტმენტი (ვაკანსიის გამოცხადება, სივების სორტირება, პირველი ეტაპის გასაუბრება);
** კადრების შერჩევის მიზნით უმაღლეს სასწავლებლებთან ურთიერთობა;
** თანამშრომლების სამუშაო აღწერილობების მომზადება/განახლება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** სწავლებისა და განვითარების მიმართულების სტრატეგიის შემუშავება, თანამშრომელთა ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენა;
** ტრეინინგების დაგეგმვა და ორგანიზება;
** თანამშრომელთა კმაყოფილების დონის განსაზღვრა კვლევების და შეფასებების საფუძველზე;
** კორპორატიული წვეულებების/Team Building-ების ორგანიზება;
** თიბისი ბანკთან და სხვა ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებთან რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** შრომის კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** Microsoft Microsoft Office (Excel, Word)

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** საქმის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე