უმცროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: სამედიცინო კომპანია
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას საავადმყოფოში უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიღმის მასივი
ანაზღაურება: 550 ლარი
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-17:00)

ძირითადი ფუნქციები:

** პაციენტების ისტორიის გახსნა შიდა პროგრამაში;
** ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე სამედიცინო მომსახურების შესახებ პირველადი შეტყობინების განთავსება;
** საჭიროების შემთხვევაში, კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
** პაციენტების ფინანსური ვალდებულებების დაანგარიშება შიდა პროგრამის მეშვეობით და მათი გადამისამართება მოლარესთან;
** პაციენტის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო წერილების გააქტიურება;
** უფროსი მენეჯერებისთვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება ოპტიმალურ ვადაში;
** შიდა პროგრამაში უფროსი მენეჯერის მიერ მომზადებული ანგარიშგების ასახვა მაქსიმალური სიზუსტით;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება მენეჯმენტის მიმართულებით; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობა;
** კონფიდენციალობა.

ენები:

** ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;
** ინგლისური
** რუსული

კომპიუტერული პროგრამები: კომპიუტერული საოფისე პროგრამები

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 1 ოქტომბერი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე