საარჩევნო კომისიის, მობ. ჯგუფის დამკვირვებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საარჩევნო კომისიის, მობ. ჯგუფის დამკვირვებელი
მომწოდებელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს კონკურსს დამკვირვებლის პოზიციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო მისია მოიცავს ქვეყნის ყველა რეგიონს.

პოზიციის აღწერილობა:

** პოზიციის დასახელება: საუბნო საარჩევნო კომისიის და მობილური ჯგუფის დამკვირვებელი
** პოზიციის სამუშაო განაკვეთი: კენჭისყრის დღე
** შერჩეულ დამკვირვებლებს ჩაუტარდებათ ტრენინგი დამკვირვებელთა უფლება-მოვალეობების, ქცევის წესებისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ.
** ტრენინგის შემდეგომ კანდიდატები გაივლიან წერით ტესტირებას.
** დამკვირვებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტირების და საკომუნიკაციო ხარჯებით, ასევე გათვალისწინებული იქნება ჰონორარი 120 ლარის ოდენობით.

მოთხოვნები:

საიას დამკვირვებელი შეიძლება იყოს:

** საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან;
** მოტივირებული, პასუხისმგებლობით სავსე, დეტალებზე ორიენტირებული და კომუნიკაბელური;
** კანდიდატი არ უნდა იყოს რომელიმე მოქმედი ან ყოფილი პარტიის წევრი ან აქტივისტი. ამასთანავე წარსულში პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის ან პარტიის წარმომადგენელი საარჩევნო კომისიაში;
** სასურველია კანდიდატს ქონდეს წარსულში არჩევნებში დაკვირვების გამოცდილება.

კანდიდატმა უნდა მიუთითოს რომელ რეგიონში სურს დაკვირვება.

კონკურსით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ ფორმა შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/32V1H8q

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 სექტემბერი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებთან სატელეფონო ჩატარდება გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

Tel: 2 936 101 ან 577070567 (09:00-დან 15:00 საათამდე)
E-mail: ttsveraidze@gyla.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე