ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი (ნახევარი დღე), სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების ანალიზის საფუძველზე ოპტიმალური შესყიდვების განხორციელება;
** საფასე პოლიტიკის შემუშავება - სადისტრიბუციო და თაროს ფასების განსაზღვრა და კონტროლი;
** კონკურენტის მარკეტინგული და პრომო აქტივობებისა და ფასების კონტროლი და ანალიზი, ანალიზის შედეგად ღონისძიებების გატარება;
** გაყიდვების დეპარტამენტთან შეთანხმებით პრომო აქტივობების დაგეგმვა (არხებისა და რეგიონების მიხედვით), განხორცილება და კონტროლი; ასევე განხორცილებული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება და მომწოდებლისათვის რეპორტინგის გაკეთება.
** პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლა. პროდუქციის შესახებ საჭირო ინფორმაციით თანამშრომლების ინფორმირება და მათი ტრეინინგი საჭიროების შემთხვევაში (მაგ.: პრისეილერები, პრომოუტერები და ა.შ.);
** სასაწყობე ნაშთების ოპტიმალური რაოდენობების განსაზღვრა მაქსიმალური რენტაბელობის მისაღწევად;
** ობიექტებში პროდუქციის სწორად წარმოჩენის მიზნით პლანოგრამების შემუშავება, პლანოგრამის მიხედვით პროდუქციის განთავსება დახლზე და შესაბამისი ობიექტების პერიოდული მონიტორინგი;
** თითოეულ ბრენდზე წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და წარდგენა. სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემოსავლებისა და ხარჯების მართვა;
** პარტნიორებთან (ბრენდის მომწოდებელთან, ადგილობრივ კლიენტებთან) მოლაპარაკებების წარმართვა და კომპანიისთვის მაქსიმალურად სასარგებლო შეთანხმებების მიღწევა;
** მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია ბრენდის გაყიდვების დინამიკის შესახებ;
** ახალი პროდუქტის დამატების შემთხვევაში ბაზრის სიღრმისეული მონიტორინგი, შესაბამის კატეგორიაში წარმოდგენილი კონკურენტების შესწავლა და ფასების მონიტორინგი;
** საპრეზენტაციო მასალების მომზადება;
** პროდუქციისათვის სტიკერების დამზადება, დროული ბეჭდვა;
** ახალი პროდუქციის შესახებ ანოტაციის ქართულ ენაზე მომზადება;
** ახალი პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება პროდუქციის მახასიათებლების შესახებ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, შესაბამის სფეროში
** ინგლისური ენის ფლობა;
** სამუშაო გამოცდილება ბრენდის მართვის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, მისამართზე: mar.shioshvili@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე