ქცევითი თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქცევითი თერაპევტი
მომწოდებელი: პირველი ნაბიჯი საქართველო
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

"პირველი ნაბიჯი" ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში სავალდებულოა (სასურველია ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია)
** ქცევის გამოყენებითი ანალიზის სერთიფიკატის ფლობა და მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სავალდებულოა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე

საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები:

** ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური პრინციპების ცოდნა
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა.

სამუშაო დატვირთვა: არასრული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2020 წლის 30 სექტემბერი.

გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე