მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი/სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი/სტაჟიორი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
შპს "ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, El pozo და სხვა. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

კომპანია ევროპროდუქტი გთავაზობთ სტაჟირებას მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში შემდგომი დასაქმებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
სტაჟირების ხანგრძლივობა - 3 თვე
ანაზღაურება: 400 ლარი

კანდიდატს საშუალება ექნება ჩართული იყოს და მიიღოს გამოცდილება შემდეგი მიმართულებით:

** მაღაზიათა ქსელის მიმართულებით კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა - ბიუჯეტირება;
** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, კოორდინირება;
** მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა და განვითარება;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი;
** ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიკაცია და შესაბამისი მარკეტინგული აქციების შემუშავება/ორგანიზება;
** მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა;
** მომხმარებლის კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა, მისი განხორციელების პროცესის მონიტორინგი, შედეგების დამუშავება და ანალიზი;
** მომხმარებლის ქცევის ანალიზის საფუძველზე მომსახურების ფორმების გაუმჯობესება;
** კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობის მიღება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მარკეტინგის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება სასურველია (fb, In, SEO, Google Ads and etc).

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** ამოცანების მიმართ ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი.

თუ თვლით, რომ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული პირობები თქვენთვის მისაღებია და აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@europroduct.ge, "subject"-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე