მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: iTechnics
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
"Apple"-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში - კომპანია "iTechnics"-ი ჩვენთან სამუშაოდ იწვევს ყველას, ვისაც უნდა და შეუძლია "ეფლში" მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
დასვენება: კვირაში 2დღე

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის მახასიათებლების და სალარო ოპერაციების ცოდნა;
** სალარო ოპერაციების განხორციელება;
** "Apple"-ის პროდუქციაზე მომსახურების გაწევა;
** გაყიდვებში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზება.

პროფესიონალს უნდა ჰქონდეს:

** შესასრულებელი სამუშაოს ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სისხარტე და ოპერატიულობა;
** ლოგიკური საკითხების გადაწყვეტის უნარი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება სალაროს, გაყიდვების და მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში.

ჩვენ შეგასწავლით:

** Apple-ის ტექნიკის და აქსესუარების შესაძლებლობებს;
** გაყიდვების ხელოვნებას;
** სალარო ოპერაციების მართვას;
** კლიენტთან მომსახურების ფსიქოლოგიას.

თუ თქვენ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მუდმივ რეჟიმში ზრუნავს მეგობრული გარემოს შექმნაზე, თანამშრომლების მაღალ მოტივაციაზე, მათ სწავლება განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოაგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@itechnics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს"iTechnic"-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.

"iTechnics" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე