ბრენდ მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ლიბო გრუპი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
კომპანია "ლიბო გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კონკურენტული გარემოს შესწავლა და ბაზრის კვლევა (კონკურენტები, ფასები და ა.შ.)
** ბრენდ მენეჯერთან ერთად ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება/განვითარება, ბიუჯეტის შედგენა და მართვა.
** გაყიდვების გეგმის შედგენა, ანალიზი, მონიტორინგი და სტიმულირება.
** ბრენდის განვითარების დაგეგმვასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება.
** ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება.
** უშუალო ხელმძღვანელი პირის დავალებების ზედმიწევნით შესრულება
** პრეზენტაციების მომზადება
** სხვადასხვა სახის რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შედეგზე ორიენტირებული
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი.

კომპანია "ლიბო გრუპი" გაყიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც სამომხმარებლო და ჰიგიენური საშუალებების დისტრიბუციას ახორციელებს.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
** კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: g.lomtadze@libogroup.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბრენდ მენეჯერის ასისტენტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე