ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: მიმო
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
კომპანია "მიმო" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

"მიმო" ახალი კომპანიაა საფოსტო-საკურიერო მომსახურების სფეროში. სწრაფად მზარდი გუნდი თავის თანამშრომელს აძლევს კარიერული წინსვლის და პიროვნული ზრდის საშუალებას. ჩვენ გთავაზობთ სწრაფი ადაპტაციისთვის კეთილგანწყობილ გარემოს და საინტერესო სამუშაოს.

სამუშაო გრაფიკი: სრული. (განიხილება დისტანციური)
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამომდინარე კანდიდატის კვალიფიკაციიდან.

მოთხოვნები:

** სოციალური მედიის მართვის მიმართულებით 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ციფრული არხების ანალიტიკა;
** Adobe Photoshop ან/და Adobe Illustrator-ის ცოდნა;
** გამართული წერის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ციფრული მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** განსაზღვრული სტრატეგიის შესაბამისად სოციალური მედიის არხებისთვის კონტენტის და სარეკლამო ვიზუალის შექმნა;
** ფეისბუქ გვერდისთვის სარეკლამო კამპანიების მართვა;
** E-mail მარკეტინგი;
** გაწეული სამუშაოს ანალიზი და რეპორტინგი.

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მომთხოვნი, დეტალებზე ორიენტირებული
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პედანტურობა და აკურატულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: t.chumburidze@mimo.ge ამასთანავე, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების გადაწყვეტილების მისაღებად.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე