უმცროსი ინჟინერი, არქიტექტორი, კონსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ინჟინერი, არქიტექტორი, კონსტრუქტორი
მომწოდებელი: Saxon Management Services
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
საერთაშორისო საპროექტო კომპანია Saxon Management Services, რომელიც საქართველოში არსებობს 2013 წლიდან აცხადებს ვაკანსიებს უმცროსი არქიტექტორის, ინჟინერისა და კონსტრუქტორის პოზიციებზე.

ძირითადი მოვალეობები:

არქიტექტურ, საინჟინრო და კონსტრუქციულ უცხო ქვეყნისა და ადგილობრივ პროექტებზე მუშაობა თანამედროვე/უახლესი გრაფიკული დიზაინის პროგრამებში გამოცდილ და ძლიერ გუნდთან ერთად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტუდენტი ან უმაღლესი განათლება ამ მიმართულებებით
** არ არის სავალდებულო სამუშაო გამოცდილება, გამოცდილებას ჩვენთან შეიძენს და შრომისუნარის ეფექტური გამოვლინების შემთხვევაში მოხდება შესაბამისი დაწინაურებები

აუცილებელი უნარები:

** პროგრამების AutoCad/ArchiCad-ის საბაზისო ცოდნა
** ინგლისური ან რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** აქტიური და ინიციატივიანი
** მოწესრიგებული
** ყურადღებიანი და დეტალების მიმართ ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** შრომისუნარიანი და მიზანდასახული

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ და გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას
** საუკეთესო სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების და დაწინაურების პერსპექტივებს
** სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება 700-1500 ლარით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე info@saxonms.com გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - უმცროსი ინჟინერი/არქიტექტორი/კონსტრუქტორი წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე