მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს სალიზინგო კომპანია
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 სექტემბერი
საქართველოს სალიზინგო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** მარკეტინგული გეგმის და სტრატეგიის განსაზღვრა;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
** ღონისძიებების ორგანიზება;
** პროექტების მართვა, პროექტებისთვის საჭირო მასალების და ინფორმაციის მოძიება;
** შესაბამისი სარეკლამო კომუნიკაციისთვის ნებისმიერი საჭირო მასალის შემუშავება;
** საკომუნიკაციო სტრატეგიის მომზადება;
** ნებისმიერი სახის მარკეტინგული კომუნიკაციების განხორციელება რომელიც გამოიყენება კომპანიის მიერ (ვებგვერდი, სატელევიზიო, რადიო, ბეჭდვითი, ა.შ.);
** სააგენტოებთან თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი
** სამუშაო გამოცდილება:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** პროექტების მართვის გამოცდილება;
** კონცეპტუალური ხედვა პროდუქტების განვითარებაში;
** სწრაფი რეაგირების უნარი, ორიენტირებული შედეგებსა და მომხმარებლების კვლევაზე;
** ერთდროულად სხვადასხვა პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სხვადასხვა ბიზნეს სექტორებთან მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციური უნარები, როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური;
** კარგი ანალიტიკური უნარები;
** სტრესულ და დაძაბულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ლიდერული უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: glcjobs@leasing.ge არაუგვიანეს 2020 წლის 29 სექტემბრისა. გთხოვთ, სათაურის (`Subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე