ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 საათიდან 18 საათამდე
** გამოცდილების დონე: სპეციალისტი
** ხელფასი: 1200 ლარი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 5 წელი.
** სფერო: ბუღალტერია.

განათლება:

** ხარისხი: ბაკალავრი
** სფერო: მშენებლობა-რემონტი

ენა: ქართული

მოთხოვნები:

** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ქართული საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მუშაობის გამოცდილება ORIS ბუღალტერიაში
ასევე სასურველია მშენებლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება
სამუშაოს აღწერა:
** საბუღალტრო გატარებებისთვის აუცილებელი პირველადი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
** საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით, მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის ზუსტი და დროული წარდგენა;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება/წარდგენა;
** სისტემაში გატარებული ოპერაციების შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში გატარებების უზრუნველყოფა, ხელშეკრულებების ბუღალტრული კუთხით გავლა და ვიზირება;
** ფინანსური აღრიცხვის მოწესრიგების მიზნით, შიდა რეგულაციისთვის საჭირო პროცედურებისა და ბრძანებების პროექტების ინიცირება, სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ ინიცირებული პროცესების შემუშავებაში ჩართულობა;
** ხელმძღვანელობის წინაშე ორგანიზაციული და პრობლემური საკითხების დასმა და გადაწყვეტის გზების შეთავაზება;
** ** საგადასახადო აუდიტის დროს, კომპანი(ებ)ის სახელით ურთიერთობის წარმართვა;
** საბუღალტრო სამსახურის მხრიდან კომპანიების კლიენტებთან/პარტნიორებთან (ბანკები, დებიტორები, კრედიტორებიდასხვ.) მოლაპარაკება და საქმის წარმოება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიების მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება და მათ მინიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
** ექსტრემალურ პირობებში დაკისრებული ამოცანების დროული შესრულების უზრუნველყოფა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: khomerikinco@hotmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე