ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
"თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის (საკრედიტო მიმართულება).

ვაკანსიის კოდი: VC4893
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა:

"თიბისი ბანკში" ვეძებთ ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერს საბარათე მიმართულებით.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე, გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ვის ვეძებთ:

თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და ხარისხზე ორიენტირებული, მუდმივად ხარ სიახლეების ძიებაში და მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban) და შეიტან უზარმაზარ წვლილს ისეთი ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

შენ იქნები:

ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, რომელიც იზრუნებს პროგრამული უზრუნველყოფის ხარიხზე, იქნები პასუხისმგებელი არსებული და პოტენციური ხარვეზების იდენტიფიცირებაზე და დაფიქსირებაზე.

ამ როლისთვის შენ დაგჭირდება დეტალებზე ორიენტირებულობა, თანმიმდევრულობა, ანალიტიკური აზროვნება და გამართული კომუნიკაციის უნარები.

შენ დაგევალება:

** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება;
** ტესტირების გეგმის და ქესიების შექმნა;
** ტესტირების ქეისების განხორციელება (მანუალური ან ავტომატური) და შედეგების ანალიზი;
** დეველოპერებისთვის და დაკავშირებული პირებისთვის ხარვეზებზე უკუკავშირის მიცემა;
** ინჟინრებთან ერთად მუშაობა ავტომატიზირებული ტესტირების სცენარების შესაქმნელად.

უნდა გქონდეს:

** საბარათე სისტემებთან/პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინიციატივა და კრეატივი პროდუქტის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული და დაკვირვებული თვალი;

კარგი იქნება, გქონდეს:

** Agile გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** IT პროექტებში მუშაობის გამოცდილება;

დამატებითი ინფორმაცია:

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/4893
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე