ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერი
მომწოდებელი: ეტალონი-მედია ჯგუფი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 სექტემბერი
საგანმანათლებლო სფეროში 16 წლიანი მოღვაწეობის გამოცდილების მქონე "ეტალონი-მედია ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაგეგმილი ღონისძიებების კომპანიის აპარატურით ტექნიკური გამართვის უზრუნველყოფა (ხმის სისტემა, გამოსახულება და სხვა);
** ღონისძიებებისთვის შესაბამისი აპარატურის მომზადება, გამართვა და მეთვალყურეობა;
** კომპანიის ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ხმის და გამოსახულებების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** გამართული მეტყველების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დროს ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია: მოცემული პოზიცია ითვალისწინებს ხშირ მივლინებას საქართველოს ტერიტორიაზე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23 სექტემბერი, 2020 წელი. ადრეულ აპლიკანტებს მიენიჭებათ უპირატესობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: etalonimediainfo@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე