საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ალტა რითეილი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
შპს "ალტა რითეილი" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე და წარმოდგენილია ტექნიკის მაღაზიების სახით.

კომპანია "ალტა რითეილი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე.

განაკვეთი: სრული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის მომარაგების პროცესის უზრუნველყოფა (ჩამოტვირთვა, დასაწყობება, მიღებული პროდუქტის და რაოდენობის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი);
** სავაჭრო სივრცის ტექნიკით შევსებით უზრუნველყოფა;
** გაყიდული პროდუქტების შეფუთვა;
** მაღაზიის აღწერის პროცესში ჩართულობა;
** საქმიანი თვისებები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** შედეგებზე ორიენტაცია;
** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინა და დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიული მუშაობის უნარი;
ენერგიულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@altaretail.ge 2020 წლის 15 ოქტომბრამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე