ვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვაიზერი
მომწოდებელი: სანდომი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პური" - საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის პოზიციაზე დასავლეთ საქართველოში.

კომპანია "სანდომი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, ვაიზერის თანამდებობაზე. კომპანია აწარმოებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

ადგილმდებარეობა: ოზურგეთი
განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
დასვენება: კვირა
ხელფასი: 1 000 - 1 500 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** გეგმის შესრულების კონტროლი.
** თანხის ამოღების კონტროლი.
** სადისტრიბუციო ქსელების შესწავლა.
** სადისტრიბუციო ქსელების ათვისების კონტროლი.
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი 25-დან 45 წლამდე;
** რუსული და ქართული ენების ცოდნა.
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი.

გამოცდილების გარეშე CV-ები არ განიხილება.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გასაუბრება შედგება თბილისში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე