HoReCa სავაჭრო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HoReCa სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
ლუდსახარში "ნატახტარი" - "EFES საქართველო" წარმოადგენს "Anadolu Efes"-ის შვილობილ კომპანიას. "Anadolu Efes" მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის. "EFES საქართველო" - ლუდსახარში "ნატახტარი" უკვე 10 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

პოზიცია: HoReCa სავაჭრო წარმომადგენელი
სამუშაო ადგილი: თბილისი

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებში ინვენტარის მიტანისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** სავაჭრო ობიექტებში სარეკლამო მასალის განთავსება;
** სავაჭრო ობიექტების მაცივრებში განთავსებული პროდუქციის ვიზუალის მოწესრიგება, ვადებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტების ინფორმირება ახალი პროდუქციის და/ან ცვლილებების შესახებ;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის მიღება და საწყობის ნაშთის შემოწმება;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება, მათ შენარჩუნებაზე ზრუნვა და ახლების მოძიება;
** ქსელიდან მიღებული ინფორმაციის გაზიარება და ანგარიშგება;
** მარაგების შემცირების მიზნით, შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა;
** ყოველთვიური და წლიური გაყიდვების გეგმის შესრულება;
** დილერებთან ურთიერთობა და წამოჭრილი საკითხების მოგვარება;
** შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა (მექანიკური სიჩქარის კოლოფით);
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კონტროლისა და ანალიზის უნარი.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com ან მიმართოთ პერსონალის მართვის დეპარტამენტს, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე