წარმოების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ბეიქერსი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
საკონდიტრო საწარმო "ჯორჯიან ბეიქერს"-ი აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

** კვების პროდუქტების მრეწველობაში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (პურ-ფუნთუშეულის ან საკონდიტრო საწარმოებში);
** საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობის სტანდარტების და სხვა სახის ნორმატივების მაღალ დონეზე ცოდნა
** თანამშრომელთა გუნდის მართვის უნარი
** ხალხთან კომუნიკაციის კარგი უნარი
** მატერიალური აღრიცხვის საწყისების კარგად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა
** მინიმუმ 1 უცხო ენის ცოდნა
** შრომისუნარიანობა, ორგანიზებულობა, შედეგზე ორიენტირებულობა აუცილებელი თვისებებია.

მოვალეობები:

** საჭირო ნედლეულის სელექცია და ხარისხობრივი კონტროლი
** საწარმოო პროცესის უწყვეტ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფა;
** წარმოების გეგმებისა და დავალებების უზრუნველყოფა;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთების კონტროლი;
** კომუნიკაცია "სურსათის ეროვნულ სააგენტო"-სა და ლაბორატორიებთან;
** ლაბორატორიული გამოცდის ოქმების წარმოება
** ნედლეულის და მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი
** საწარმოს გუნდის ყოველდღიური მართვა და კოორდინაცია;
** რეპორტინგი ფინანსურ განყოფილებასთან.

პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე დანამატებით (გეგმების შესრულებისას)
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი: - 09:00-დან - 18:00-მდე.

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@georgianbakers.com. გთხოვთ, ველში "subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე